ცნობილია სერგეი ლავროვის აფხაზეთში ვიზიტის მიზეზი - რუსეთი სოხუმში ე,წ, საელჩოს ხსნის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში18-19 აპრილს ჩავა. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სერგეი ლავროვი ე. წ. პრეზიდენტს და ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება და რუსეთის ე. წ. საელჩოს ახალ შენობას გახსნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალსა და სოხუმში ე. წ. საელჩოების პროექტები უკვე გამოაქვეყნა.