რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო - რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთა და შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. როგორც სერგეი ლავროვმა ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, დასავლეთი და ამერიკა ყველანაირად ცდილობენ, რომ რუსეთის ფედერაციასა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაწყდეს.
საქართველოზე საუბრისას მან 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში ქართულ სამხედროებს ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი წრთვნიდა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, რუსეთს საქართველოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვს.