"რუსეთს "დიდი რვიანის" აღდგენის ინიცირება არავისთვის უთხოვია", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ამ საკითხის დაყენება არავისთვის გვითხოვია. მე უკვე განვაცხადე, რომ ამ საკითხის შესახებ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორის განცხადებებიდან შევიტყვეთ. ჩვენ ამ საკითხზე არავისთვის მიგვიმართავს და არც ვაპირებთ", - დასძინა ლავროვმა.
შეგახსენებთ, "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ შეხვედრაზე რუსეთის მიწვევა-არმიწვევის საკითხმა ყველაზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიწვევის მომხრეა, დანარჩენი ლიდერები კი მას არ ეთანხმებიან.
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ახლა "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ "დიდი რვიანის" ჯგუფში რუსეთის დაბრუნების საკითხში არ იჩქარონ, ვიდრე 2014 წელს, როცა ის გარიცხეს დიდი რვიანიდან. რუსეთი დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.