რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკი სანქციების დაწესებას განაგრძობს.
„მზად ვართ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ დავინახავთ, რაც არაერთხელ გვიგრძნია, რომ ზოგიერთ სფეროში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. დიახ, ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ცხოვრებისაგან იზოლაციაში მოვექცეთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის”, - განაცხადა ლავროვმა.