რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პოლონეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობა ცდილობს, ანტი-რუსული კამპანიით, საკუთარ მოსახლეობას ტვინი გამოურეცხოს. „ვხედავ თუ რა ატმოსფეროს ქმნიან მოსახლეობაში, პოლონეთის ხელისუფლებას სურს რომ ყველაფერი რაც კი რუსეთს შეეხება მოსახლეობამ უარყოფითად აღიქვას.“ - განაცხადა ლავროვმა. პოლონეთის მთავრობა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში, დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკრიტიკა.