რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთის კურსს მხარი დაუჭიროს და აფხაზეთის მცხოვრებლები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის ბოლო ვიზიტის შემდეგ აფხაზეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საერთო პრესკონფერენციის გამართვამდე ლავროვი და ხაჯიმბა, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ესტუმრნენ.
იხილეთ:
სერგეი ლავროვს ოკუპირებულ აფხაზეთში ყანწით დახვდნენ
სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში - ქართველი დეპუტატების შეფასება