რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკის ხაზი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც კონსტრუქციული. ამის სერგეი ლავროვმა ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მაკეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ევროკავშირი ატარებს ჩვენი ქვეყნების მიმართ“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვსა და მინსკს საერთო ხედვა აქვთ.
„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიაროთ თანამშრომლობის გზებზე, მსოფლიოში დღეს არსებული არამარტივი ვითარების ფონზე,“ - აღნიშნა ლავროვმა.