რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა, რომელსაც ავღანეთიდან თავის ჯარი გამოყავს, ფაქტობრივად აღიარა დამარცხება.
"აშშ-ს არა უბრალოდ გამოყავს ჯარი ავღანეთიდან, ისინი იქიდან გამოდიან ისე, რომ დე-ფაქტოდ აღიარეს საკუთარი მისიის მარცხი“, - აღნიშნა ლავროვმა შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტეში საუბრისას.
მისივე თქმით, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პარალელურად ავღანეთში ტერაქტების საფრთხე იზრდება, მათ შორის ხაზი გაუსვა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეებს.
ლავროვის პოზიციით, ვაშინგტონი ამ ქვეყანაში ტოვებს სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუკი თავდასხმა მოხდება ტაჯიკეთზე, ეს დაუყოვნებლივ იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის განხილვის საგანი.