რუსეთი აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს და აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს, - ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება ყაზახ კოლეგასთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ პასუხს გავცემთ არაკეთილგანწყობილ ნაბიჯებს და ეს ნამდვილად ასე იქნება. ჯერჯერობით მე არ მინახავს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება და არაფერი გამოცხადებულა. წავიკითხე ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დაასრულა რუსეთის „მტრული ნაბიჯების“ განხილვა და მათ ეს როგორღაც საკმაოდ სწრაფად მოახერხეს”, - აღნიშნა ლავროვმა.