რუსეთის დუმის დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა "ტასს" -თან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის შტურმი წინასწარ მომზადებული პროვოკაცია იყო.
მისივე თქმით, "მომიტინგეებმა გაშალეს წინასწარ მომზადებული პლაკატები", ასევე ინფორმაცია საპროტესტო აქციაზე წინასწარ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. რუსი დეპუტატი, გავრილოვი დარწმუნებულია, რომ "ის რაც მოხდა - არის რადიკალური, ლიბერალური და ანტიპატრიოტული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა".
სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუს პარლამენტარებს არწმუნებდნენ, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა და სიტუაცია ამის შემდეგ დაწყნარდებოდა.