დავით სერგეენკოს როლი მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.მისი თქმით, დავით სერგეენკოს სახელი ჯანდაცვის სისტემაში ძალიან სერიოზულ რეფორმებს უკავშირდება."მინდა ვთქვა, რომ თვითონ დავით სერგეენკოს როლი მთავრობაში და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, მთლიანად გუნდი მუშაობდა, მაგრამ კონკრეტულად ის ედგა სათავეში მთელი ეს წლები სამინისტროს და უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, საყოველთაო ჯანდაცვას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ბევრ სხვა სიკეთეს, რაც გაკეთდა ჩვენი გუნდის პერიოდში წინა წლებში ჯანდაცვის მიმართულებით"- განაცხადა ნათია თურნავამ.