ამერიკელი გიტარისტი დიკ დეილი (ნამდვილი სახელი - რიჩარდ ენტონი მონსური) 81 წლისა გარდაიცვალა. The New York Times-ის ცნობით, მუსიკოსი სამხრეთ კაროლინაში საავადმყოფოში დაიღუპა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. დიკ დეილი მუსიკალური სტილის, სერფ-როკის ერთ-ერთი პიონერად მიიჩნევა. მას „სერფ-გიტარის მეფეს“ უწოდებდნენ. გიტარაზე დეილის დაკვრის მანერებმა გავლენა იქონია სხვა ცნობილ გიტარისტებზე, მაგალითად ჯიმი ჰენდრიქსზე და ედი ვან ჰალენზე.