10:30
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სერბეთში Sinopharm-ის ქარხნის მშენებლობა დაიწყო
14-09-2021

ბელგრადში, ზემუნის მუნიციპალიტეტში, სერბეთის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთობლივი ინვესტიციის ფარგლებში, ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რაც 30 მილიონი ევრო ჯდება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

საწყის ეტაპზე ქარხანა 11 ათას 800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და წელიწადში, დაახლოებით, 30 მილიონ დოზა ვაქცინას აწარმოებს, ხოლო წარმოების მთლიანი სიმძლავრე 40 მილიონ დოზაზე ექნება. მშენებლობა მომავალი წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.

სერბეთის პრეზიდენტმა ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანა იქნება, სადაც ჩინური ვაქცინა მომავალში გაუმჯობესდება და ახალი კომპონენტებით შეივსება.

პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის ჩამოსასხმელი პირველი სექცია მომავალი წლის მარტისთვის დასრულდება, ხოლო ვაქცინის აქტიური ნივთიერების წარმოების სექცია 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

AutoPlay
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად 15 მლნ აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
როგორ აპირებს მთავრობა ექსპორტის ზრდასა და იმპორტის ჩანაცვლებას
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბიზნესს, რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს - BAG ინდექსი
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბოლო წლების განმავლობაში პირველად Nokia ახალ სმარტფონებს და პლანშეტს გამოსცემს
24-09-2021
ლეონარდო დიკაპრიო კულტივირებული ხორცის სტარტაპების პარტნიორი გახდა
24-09-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები