ასობით დემონსტრანტმა სერბეთის პარლამენტში შეჭრა სცადა. Euronews-ის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ძალადობის პროვოცირებას ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტები ახორციელებენ, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებთ და მათი მიზანი მშვიდობიანი აქციების დისკრედიტებაა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ხელისუფლება ბელგრადში პარასკევიდან ორშაბათამდე ე.წ. „კომენდანტის საათის“ დაწესებას გეგმავდა. ამ განცხადებას დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად არასწორ ქმედებებში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.