მაისში ევროზონაში ინვესტორების განწყობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა მაჩვენებელი ისევ რეკორდულად დაბალ დონეზეა - ამის შესახებ აღნიშნულია ანალიტიკური ცენტრის Sentix-ის ანგარიშში.
Sentix-ის ინდექსი, რომელიც ინვესტორების ნდობას ასახავს, მაისში გაიზარდა. ინდექსი, რომელიც არსებულ მდგომარეობას აფასებს, უკვე მეოთხე თვეა ზედიზედ ეცემა. აპრილში ეს მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ, -66 (მინუს) ნიშნულზე დაფიქსირდა.
ინვესტორები თვლიან, რომ ევროზონის ეკონომიკა გამოჯანმრთელებას დაიწყებს, რადგან კორონავირუსებთან ბრძოლაში დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება.
Sentix- მა აღნიშნული კვლევისას 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ათას 213 ინვესტორი გამოკითხა.