PocketLab Voyager - ეს არის პატარა ჭკვიანი სენსორი, რომლის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს მეცნიერი. როგორც ამბობენ, სენსორი აერთიანებს მთელ ლაბორატორიას ერთ პატარა მოწყობილობაში და ის ეხმარება ადამიანებს სამყაროს და ბუნებრივი მოვლენების უკეთ, მეცნიერულად შესწავლაში. იდეის ავტორების თქმით, სენსორი თავსებადია ისევე როგორც სმარტფონთან ასევე, პლანშეტთან და პერსოანლურ კომპიტერთან. გარდა ამისა, იდეის ავტორების თქმით, PocketLab- ის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რადგან ის არ საჭიროებს ფუნდამენტურ მეცნიერულ განათლებას. როგორც ამბობენ, მისი გამოყენება შეუძლიათ მოსწავლეებს მე-4 კლასიდან ზემოთ ექსპერიმენტების ჩატარების დროს.