მასაჩუსეტის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა სპეციალისტებმა, შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელსაც ვარსკვლავების წარმოქმნა შეუძლია. იგი დროსა და სივრცეში, გაზების უზარმაზარ მასას გამოჰყოფს, რისგანაც ახალი ვარსკვლავები წარმოიქმნება.ამერიკელმა მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს "ფენიქსის გალაქტიკაზე" დაკვირვებისას, რომელიც დაახლოებით ჩვენი პლანეტიდან 5,7 მილარდი სინათლის წლის მოშორებით იმყოფება! მოცემული კოსმოსური სივრცე, დაახლოებით 1000 გალაქტიკისგან შედგება და მათ შორის ყველაზე დიდი ცენტრში იმყოფება.