სენატორ რენდ პოლს, რომელმაც უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაბლოკა, სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახურის შექმნა სურს, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯვას გააკონტროლებს. სენატორი არ დაეთანხმა ამ წინადადებისთვის კენჭი ეყარათ, როგორც ცალკე შესწორებისთვის და მოითხოვა, რომ ცვლილება უკვე არსებულ კანონპროექტში შეეტანათ. როგორც ირკვევა, საჭირო გახდება პროცედურული ნაბიჯების გადადგმა რენდ პოლის წინააღმდეგობის დასაძლევად, რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, თუმცა საბოლოოდ კანონპროექტის მიღება მომავალ კვირაში მოხდება.