სენაკთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ისინი მკურნალობას სენაკის საავადმყოფოში გადიან.
არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიუპა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს.