სენაკში, სკოლის 24 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - Palitra News

სენაკში, სკოლის 24 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

2019-05-10 17:03:29+04:00

სენაკის მე-2 საჯარო სკოლის 24 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს. ბავშვების ასაკი 10-11 წელია. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსწავლეები საავადმყოფოში ზუგდიდიდან გამოძახებული ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.