სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მამა-შვილის ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს."როგორც მაქვს ინფორმაცია საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი“, - განაცხადა კუპრეიშვილმა.არსებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.