სენაკში 29 წლის ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს. ახალგაზრდას ცხედარი სენაკის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. დაკრძალვის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია ესწრებოდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, 4 წლის წინ ააგეს. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა მოკლეს.