22 ოქტომბერს, სენაკში დაჭრილი 22 წლის გიგა ინალიშვილის ოჯახი საქმის სწრაფ გამოძიებასა და დამნაშავის სათანადო დასჯას ითხოვს. მისი მეუღლის განცხადებით, მეთხუთმეტე დღეა პოლიციისგან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას უშედეგოდ ითხოვენ. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, დამნაშავე კი ქვეყნიდან გაქცეულია.
გიგა ინალიშვილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი და ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.