19:37
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა
31-07-2021

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. სწავლების ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ცენტრალურ პარკში მდებარე ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოში მეათედ ტარდება. სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება 6 აგვისტოს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება. 

AutoPlay
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცაგერის ინციდენტის უკან პროვოკაციული ქმედებები იმალება
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომალიში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, უარი თქვან პროვოკაციებზე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები