სენაკში 8 წლის ბავშვის გაუჩინარების საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობას გულისხმობს. სენაკში 8 წლის ბავშვი ერთი კვირის წინ გაუჩინარდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ჯართს აგროვებდა, როცა მდინარე ტეხურაში ჩავარდა. ოფიციალური ინფორმაციით მეზობელმა, რომელმაც ამ საქმეზეა დაკავებულია ბავშვს დახმარება არ გაუწია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა ოჯახის მტკიცებიტ აღნიშნულმა პირმა ბავშვი ჯერ მოკლა შემდეგ კი მდინარეში გადააგდო.
ასევე იხილეთ:
"დაწვან, მე ხო დამწვარი ვარ" - ვის დასჯას ითხოვენ სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ბიჭის მშობლები?
სენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი