სენაკში 8 წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მყვინთავები, კინოლოგები და საგანგებო დავალებათა ბატალიონის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს მდინარე ტეხურში ატარებენ, თუმცა დაკარგული ნიკა გაბეჩავას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახი კი საქმის გადაკვალიფიცირებას და დაუხმარებლობის მუხლის მკვლელობით შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, საქმეს ბრალდებულის ადვოკატიც უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალზე საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
იხილეთ:
"დაწვან, მე ხო დამწვარი ვარ" - ვის დასჯას ითხოვენ სენაკში გარდაცვლილი 8 წლის ბიჭის მშობლები?
სენაკში 8 წლის ბავშვის გაუჩინარების საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდასენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი