სემეკმა "სოკარ ჯორჯია გაზი"-სა და საქორგგაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომისიაში წინანდადების წარდგენის ბოლო ვადად 31 მარტი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო თარიღად 20 ივლისი განისაზღვრა.
კომპანიებში ბუნებრივი აირის ღირებულების მოსალოდნელ ზრდაზე არ საუბრობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ტარიფებში აისახება. სოკარმა და საქორგგაზმა სემეკს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით 20 თებერვალს მიმართეს.