ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურების ტარიფები გაზარდა. საუბარია, "მტკვარი ენერჯის", "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის", "გარდაბნის თბოსადგურისა" და "ჯიფაუერის" გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებზე. აღსანიშნავია, რომ სემეკის გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა არ ექნება, რადგან მოსახლეობისთვის ტარიფები 2019 წლის ბოლომდეა დამტკიცებული.