ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სააქციო საზოგადოება „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
სემეკ-ის ცნობით, მიმდინარე წელს შპს (შეპესე) „ტორნადომ“ მიმართა „თელასს“ და მოითხოვა თბილისში მდებარე ობიექტის ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. „თელასმა“ იკისრა მისი შესრულება, მაგრამ განსაზღვრულ ვადებში ობიექტისთვის მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის მიწოდება არ უზრუნველყო. თუმცა, სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიუთითა, რომ მოთხოვნა ვადებში იყო შესრულებული.
სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასს“ დაევალა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „თელასს“ დაევალა „ტორნადოსთვის“ კომპენსაციის სახით, 4 ათას 650 ლარის გადახდა.