ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომებზე მომხმარებელთა საჩივრები განიხილა. საჩივრების უმრავლესობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე დადგენილებებს შეეხებოდა.
სემეკ-ის ცნობით, სულ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 34 ათას 985 ლარი შეადგინა.