საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში 19 საჯარო სხდომა გამართა და 252 სადავო საკითხზე იმსჯელა. სხდომაზე განსახილველი საკითხები მოიცავდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს.
კომპანიების მიმართ საჩივრები ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურსა და აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიის დადგენილებებს შეეხებოდა. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 137 ათას 200 ლარი შეადგინა.