ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 29 ათას 373 ლარი შეადგინა.სხდომაზე განხილული საკითხები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და მრიცხველის საფასურს შეეხებოდა.