გორში გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით, "სემეკმა" მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ,პროცესის დასრულების შემდეგ, დადგინდება თუ რამ განაპირობა გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.გორის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა გაზის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებს. მათი მტკიცებით, თანხა, რომელიც გასული თვის გაზის ქვითარში ფიქსირდება, ხელოვნურადაა გაზრდილი.