საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "გარდაბანი თბოსადგური 2"-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში წელს შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე "გარდაბანი 2"-ის საპროგნოზო გამომუშავება მილიარდ 200 მილიონ კვტ/სთ-ს შეადგენს. თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროსისტემის საიმედოობაბასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მაშინ როცა ქვეყნის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.