საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამურმა მოცულობამ 21 000 ლარს გადააჭარბა. სხდომაზე განხილული საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, ასევე კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.