საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ტარიფების დადგენის თაობაზე, გეგმური პროცესი დაიწყო. საჯარო ადმინისტრაიული წარმოებების დაწყება წარმოადგენს სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ პროცესს, რომელსაც სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიურად ახორციელებს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ასევე დაიწყო ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიების სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფეის დადგენის მიზნით. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1-ლი ოქტომბერი. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერია.