
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა. სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველია კომპანიების მიერ რეგულაციების დარღვევა.
კერძოდ, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოადგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის ანგარიშები.
5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „ფერს“, „სუპორჰესს“, „ენერგიას“, „ჯონოული 1“-ს, „მაქსანია-2014“-ს,„ჰიდროენერჯის“. ამასთან, კომპანიებს განემარტათ, რომ არაუგვიანეს 1-ელ თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე კვლავ იმსჯელებს.





