საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სემეკის მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და პროექტების შესახებ ბიზნესის სექტორის ინფორმირებაა. შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო ახალი მომხმარებლის მიერთება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ქსელზე. უფრო კონკრეტულად კი, თუ როგორია ახალი მომხმარებლის მიერთების სტანდარტები სამივე სექტორში და მათი შესრულების მონიტორინგი. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. "მისტიური მომხმარებლის" პროექტს, რომელსაც სემეკი მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით ახორციელებს.