საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეთა საჩივრების განხილვის შედეგად დაზარალებულებს საერთო ჯამში 146 ათას 890 ლარი ჩამოაწერა. საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. სულ სემეკ-მა 200-ზე მეტი დავა განიხილა.კომისია ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.