20:08
28 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სემეკ-მა მოქალაქეებს 8 262 ლარი ჩამოაწერა
22-11-2019

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 21 ნოემბრის სხდომაზე  „თელასის“, „საქორგგაზის“,  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და  "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრები განიხილა.

სემეკ-ის ცნობით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები და მათ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოეწერათ. ჩამოწერილი თანხების ჯამმა, 8 ათას 262 ლარი შეადგინა,

სხდომაზე განსახილველად საკითხები  სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა წარადგინეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები