სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენეგრეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ მიიღო. როგორც კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ აღნიშნა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება.
ამასთან, ნარმანიას თქმით, მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება რეგიონებში გაზის ტარიფს, სემეკი "სოკარისთვის" ტარიფს უახლოეს დღეებში დაადგენს.