საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. წარმოების ტარიფების გადახედვა ენგურჰესისთვის და ვარდნილჰესისთვის 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა.