ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სელფის გადაღებისას 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ნიუ-დელიში მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერები 2011 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით თვითმკვლელობის სტატისტიკას გაეცნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ სელფის გადაღების 259 მცდელობა ფატალური შედეგით დასრულდა. მათ შორის იყო მცდელობები ექსტრემალურ სიტუაციაში გადაეღოთ ფოტოები.დაღუპულთა 85% 10-დან 30-წლამდე ასაკისები არიან. მოზარდებზე ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ საკუთარი სხეულით უკმაყოფილოები სოციალურ ქსელებში ცდილობენ საკუთარი მიმზიდველობის დამტკიცებას.