ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა ესპანურენოვანი სიმღერა De Una Vez და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლზე ესპანელ რეჟისორთა დუეტმა Los Pérez იმუშავა.მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.