საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2019 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ათას 179 ლარით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ათას 150 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც თვიური ხელფასი ყველაზე მეტად შემცირდა, ჩამონათვალში ლიდერობს საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები. ამ სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 352 ლარითა და 70 თეთრით შემცირდა.მას მოსდევს - ხელოვნება, გართობა და დასვენება, მე-3 ადგილზეა - მშენებლობის დარგი.
მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები და პროფილური, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები ინაწილებენ.