„გალთ&თაგარტმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საუბარია, იმ სექტორებზე, რომელშიც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი აქვს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) პროგნოზის თანახმად, 2020 წელს გლობალურად FDI-ის 40%-იანი კლებაა მოსალოდნელი და ბოლო 15 წლის მანძილზე FDI პირველად ჩამოცდება 1 ტრილიონ დოლარს. FDI-ის კლების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში. ინვესტიციების გააქტიურება 2022 წლიდანაა მოსალოდნელი.
სექტორები, რომლებშიც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი აქვს, ასე გამოიყურება. ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება; ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება; მედიკამენტების და სხვა ქიმიური წარმოება; ელექტრონული პროდუქტების წარმოება; ტრანსპორტი და დასაწყობება და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი.