საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 45 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 107.4 პროცენტია. როვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 195 მილიონ 100 ათასი დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 145 მილიონ 800 ათასი დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო - 65 მილიონ 500 ათასი დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 10 მილიონ 900 ათასი დოლარით შემცირდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალმა 7 მილიარდ 100 მილიონი დოლარი ანუ 18 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 44.3 პროცენტია. აქედან, სამთავრობო სექტორის ვალი 5 მილიარდ 100 მილიონი დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 328 მილიონ 400 ათასი დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 806 მილიონ 300 ათასი და 864 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო.
სებ-ის ცნობით, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 26 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 63.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენდა.