სექტემბრიდან დღემდე, სირიაში საბრძოლო ქმედებების შედეგად 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 209 ბავშვი და 143 ქალია. ამის შესახებ უფლებადამცველ ობსერვატორიის დოკუმენტზე დაყრდნობით თურქული მედია იტყობინება. ორგანიზაციის აქტივისტები სამოქალაქო პირების მკვლელობში სამთავრობო და ოპოზიურ ძალებსა და ტერორისტულ დჯგუფებებს თანაბრად ადანაშულებენ. შეგახსენებთ სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 400 ათასზე მეტი მოქალაქე, დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა, აქედან თავშესაფარი 4, 8 მილიონმა სირიელმა ჰპოვა.
კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერის გარეუბანში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა 1 კი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი იუიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა Wallmart-ის ქსელის ჰიპერმარკტში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მუშაობენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამართალდამცავების ვარაუდით თავდასხმა ორმა პირმა მოწყო, ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.