კომპანია „თბილისი ენერჯის“ სექტემბრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებულები იყვნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები. „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას კუსტარულად, რომ თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.