13:06
23 ოქტომბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სექტემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
16-10-2020

2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 184 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182 ლარი და 30 თეთრი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5 ლარითა და 90 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 189 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 308 ლარი და 60 თეთრი გახდა. აგვისტოში ეს თანხა 305 ლარსა და 80 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან სექტემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 318 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა.

AutoPlay
85 მილიონი სამუშაო ადგილი 2025 წლისთვის დაიკარგება - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გადასახადი მდიდრებისთვის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
რომელია ის 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მაჯის საათები შემოდის?
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ტოპ-3 პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით აშშ-ში
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსთვის 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
3-ჯერ მეტი, ვიდრე 2019 წელს - რა მოცულობის აგროპროდუქტი დაუბრუნა საქართველომ ექსპორტიორ ქვეყნებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები